სალომე სამადაშვილი - 12 პუნქტში წერია, რომ ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება

მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის თხოვნა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, არარელევანტურია.

„ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირის 12 პუნქტში შავით თეთრზე წერია პირდაპირ, რომ ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს. ამ მოთხოვნის ფონზე, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ეს ნამდვილად არის არა მხოლოდ არარელევანტური, არამედ დამაზიანებელი და სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა არ შევუერთდით ამ ინიციატივას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ.