სალომე სამადაშვილი - ​საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ
სალომე სამადაშვილი - ​საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ

​საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს და უკრაინას არ აქვს ფუფუნება, გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და ვის არა.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო და უკრაინა, რომლებსაც ასოცირების ხელშეკრულება აქვთ ევროკავშირთან, არა აქვთ ფუფუნება გადაწყვიტონ, ვის აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში და ვის არა. რეალურად საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პროცესიდან განდევნონ, რაც ძალიან უხეში დარღვევაა, მათ შორის, იმ ვალდებულებების, რომელიც ამ ქვეყნებს აღებული აქვთ ევროკავშირთან”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

დატოვე კომენტარი