სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, მის ნაცვლად „გირჩიდან“ პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი შევა
პარლამენტმა სალომე მუჯირს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. მისი ადგილმონაცვლე პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი იქნება.
„გირჩის“ გადაწყვეტილებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიის პოზიცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულია მაშინ, როცა არსებობს ქალთა კვოტირების ვალდებულება. წილოსანის თქმით, პარტიამ სიიდან ქალები ჩახსნა, რაც აგდებული დამოკიდებულება მათი მხრიდან ქალთა მიმართ.
„გირჩმა“ გადაწყვიტა, რომ სალომე მუჯირს სადეუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს და მის ნაცვლად პარლამენტში სანდრო რაქვიაშვილი შევიდეს. პარტიაში ამბობენ, რომ ქალთა კვოტირების მომხრე არ არიან.
ნინო წილოსანს იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე მუჯირი არის მათი მეგობარი, რომელიც პარტიას დაეხმარა იმაში, რომ „ქალთა კვოტირების იდიოტური რეგულირებისთვის თავი აერიდებინათ“.