სალომე ხუბულური ნაკრებიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა - სამწუხაროდ როდესღაც ყველაფერი მთავრდება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სალომე ხუბულურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და 17-წლამდე ნაკრებიდან გათავისუფლებაზე დაწერა.
„15 წლის ვიყავი როცა ამ ქვეყანაში ფეხბურთის თამაში დავიწყე, აგერ უკვე 22 წელიც გასულა, აქედან 21წელი ნაკრებში გავატარე, ბოლო 9 წელი მწვრთნელის პოზიციაზე სხვადასხვა ასოკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებში, ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ ამ 21 წლის მანძილზე ჩემთვის არაფერი არსებობდა ნაკრების გარდა, ყველა და ყველაფერი შევწირე და მივუძღვენი ჩემ ქვეყანას და ნაკრებს! ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ჩემთვის ნაკრებში თამაში, ნაკრების კაპიტნობა და მწვრთნელობა, იყო არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ძვირფასი, საამაყო და პრიორიტეტული!
სამწუხაროდ როდესღაც ყველაფერი მთავრდება, სამწუხაროდ ჩემი თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან დასრულდა. თუმცა ყველა ამას მეუბნება და მეც ამის იმედი მაქვს, როცა ერთი კარი იხურება, რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად გაიღება მეორე. პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს სტაფს, ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ, გადავიტანეთ და გავიზიარეთ. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც მე თქვენს მიერ მადლიერებას გამოვხატავ.
მადლობა ყველა იმ ფეხბურთელ გოგოს, ვისი მწვრთნელობაც მომიწია ამ 9 წლის განმავლობაში, თქვენ მე მომეცით უამრავი გამოცდილება, დადებითი და დაუვიწყარი მომენტები. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ნდობისა და შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის ნაკრები, ყოველთვის იყო არის და იქნება ყველაზე ძვირფასი და წმინდა, ვამაყობ ამ განვილი 21 წლით და ყველა წამით, რომელიც ამ ნაკრებში გავატარე“, – წერს სალომე ხუბულური.