სალმან რუშდის „შუაღამის შვილებს" ნეტფლიქსი ტელესერიალის სახით გადაიღებს
სალმან რუშდის „შუაღამის შვილებს" ნეტფლიქსი ტელესერიალის სახით გადაიღებს

სალმან რუშდის გახმაურებულ რომანს, „შუაღამის შვილებს” ნეტფლიქსი ტელესერიალის სახით გადაიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას hollywoodreporter-ი ავრცელებს

„შუაღამის შვილები” ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის ერთ-ერთი საკულტო ნაწარმოებია, რომელიც რუშდიმ 1981 წელს დაწერა. რომანი ერთგვარი ქრონიკაა ინდური ოჯახის, რომელიც საცხოვრებლად პაკისტანში გადადის.

„შუაღამის შვილები” მაგიური რეალიზმის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. ნეტფლიქსმა აღნიშნული რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო.