სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურების დასაწყებად ემზადებიან
სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურების დასაწყებად ემზადებიან

სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების დასაწყებად ემზადებიან. წინასწარი ინფორმაციით, წირვა-ლოცვას ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე აღავლენს.

სალხინოში, წირვა-ლოცვაზე დასასწრებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩასულები. მათი თქმით, იქ მეუფე სტეფანეს მხარდასაჭერად ჩავიდნენ. ისინი მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდებენ.

„პატრიარქი საქართველოს ბურჯი და სიმშვიდეა“, „ერის მამის დაუფასებლობა უმადურობაა“, „მე მიყვარს ჩემი პატრიარქი“, – ამ და სხვა შინაარსის ტრანსფარანტებით მოქალაქეები ეკლესიის ეზოში არიან შეკრებილები.

რაც შეეხება იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, ტაძრის ეზოში იმყოფებიან.

ამ დროისთვის სალხინოში სიმშვიდეა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.