საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება
საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება

საკურორტო ზონებში კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ საკურორტო ზონებში ტურისტების რაოდენობის მომატების გამო მიიღო.

„საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა, განსაკუთრებით, ეს შეეხება ზღვისპირეთს. შესაბამისად, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიზნობრივ ჯგუფებს დაემატონ ის პირები, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნება: კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ეს ადამიანები დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას. ეს დაგვეხმარება ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.