საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქართული კომპანია „გეფერინი“ გახდა
საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქართული კომპანია „გეფერინი“ გახდა

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის პირველი მოსარგებლე ქართული კომპანია „გეფერინი“ გახდა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კომპანიამ წარმადობის გაზრდის მიზნით, 150 000 ლარის სესხი აიღო, რომლის ძირი თანხის 90 პროცენტის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

სააგენტო განმარტავს, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამა ცოტა ხნის წინ გაუმჯობესებული პირობებით ამოქმედდა. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, განახლებული პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 330 მილიონ ლარამდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70 პროცენტის ნაცვლად, 90 პროცენტის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30 პროცენტის უზრუნველყოფას სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში განახორციელებს.​

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება.

ამასთან, „საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის” ფარგლებში პირველი სესხი „თიბისიმ“ გასცა.

დატოვე კომენტარი