საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, თავმჯდომარემ დეპუტატებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი.

წუთიერი დუმილის შემდეგ, დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 25 საკითხი აქვთ განსახილველი. მათ შორის, სუს-ის მიერ დაკავებული საკრებულოს წევრის, თემურ გორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი, მარიკა დათუკიშვილი დაინტერესდა, აქვს თუ არა საკრებულოს დამატებითი ინფორმაცია მომხდარზე.

საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკრებულოში მოსულ განჩინებაში, მხოლოდ დაკავებული დეპუტატის აღმკვეთ ღონისძიებაზეა საუბარი.

„მომხდარი არავის გვიხარია, მაგრამ ის ფაქტი, რომ კანონთან მიმართებაში ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა და პოლიტიკური ნიშნისა, ეს არის იმის ნიშანია, რომ ვცხოვრობთ სამართლებრივი სახელმწიფოში”, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.