საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს

12:41, 24.06.2021

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი.

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია.

„დღეს იყო არსებითი განხილვა, განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაზეც გვქონდა სხვადასხვა მოსაზრება. მთლიანობაში პროექტთან დაკავშირებით პიზიციები არის შეჯერებული. დღეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რაზეც ოპოზიციას დავეთანხმეთ – 40-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება დადგენილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის. ეს არის დამატებითი სიახლე, რაც დღეს კანონპროექტში აისახება“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი