საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდასა და ტაქსების რეგისტრაციის წესის დამტკიცებას მხარი დაუჭირა

18:07, 27.07.2018

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს დედაქალაქის ბიუჯეტის 10 მილიონით გაზრდასა და ტაქსების რეგისტრაციის წესის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს.

როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, დედაქალაქის ბიუჯეტისთვის დამატებული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საკრებულომ დღესვე ტაქსების რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება სავალდებულო ხდება თბილისში მოძრავი კერძო M1 კატეგორიის ტაქსისთვის.

ტაქსის ლიცენზირების დამადასტურებელი დოკუმენტის აღება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება და მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მსგავსი