საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები გადაეცა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო დამცავი ნიღბები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დამცავი ნიღბები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა.

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს ნიღბების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

სამედიცინო დამცავი ნიღბები დამზადებულია საქართველოში, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.