საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს
საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის დაწყებამდე, მედიის წარმომადგენლებმა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს.

ჟურნალისტებმა გამომსვლელის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ბრიფინგის დაწყებამდე განაცხადეს, რომ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები.

ამასთან, „ფორმულას“ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი.