საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული
საკოორდინაციო საბჭო მუშაობს, განისაზღვროს რეგულაციები, რომლებიც არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული

საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ე.წ. კოვიდ პასპორტის მქონე პირებისთვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტული მომენტისთვის შესაძლებელია, ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიებების განსაზღვრა.

„მოგეხსენებათ, აღნიშნულ პერიოდში მიმდინარეობს ვაქცინაციის მეორე ეტაპი და შესაძლოა, ამ კონკრეტული მომენტისთვის ცოტა ნაადრევი იყოს ზუსტი ღონისძიების ჩამონათვალის განსაზღვრა, თუმცა საბჭო, ცხადია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ განსაზღვროს რეგულაციები, რომლებიც მომავალში არ შეეხება პირებს, რომელთაც ვაქცინაციის სრული კურსი ექნებათ ჩატარებული,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

დატოვე კომენტარი