საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოიყენონ

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება – მკაცრი რეკომენდაცია, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან, გააკონტროლებს შრომის ინსპექცია და შსს. გთხოვთ, მოგიწოდებთ, დღეიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ღია სივრცეებში პირბადეები ვატაროთ. განსაკუთრებით იქ, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს. ამ ეტაპზე ამას აქვს სარეკომენდაციო ხასიათი. გთხოვთ, ეს რეკომენდაცია მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, რათა არ დაგვჭირდეს გარე სივრცეებზე სანქციების დაწესება. იმედი გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები ამ წესს დაიცავენ“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.