საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს
საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს ურჩევს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს

70 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიცეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ყველა ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ თვითიზოლაციას, რათა თავიდან იქნას არიდებული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვე კომენტარი