საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ლალი ლაზარაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა  უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ლალი ლაზარაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ლალი ლაზარაშვილის სარჩელი. მოსარჩელე საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც სახელმწიფო კომპენსაციების, ანუ მოსამართლეებისთვის პენსიის დანიშვნას არეგულირებს.

მოქმედი რეგულაციით, სახელმწიფო კომპენსაციები ენიშნებათ საპენსიო ასაკს მიღწეულ, ათწლიანი მუშაობის შემდეგ უფლებაამოწურულ მოსამართლეებს და კანონით, გამონაკლის შემთხვევაში პენსია ენიშნებათ 2005 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადამდგარ მოსამართლეებს. სწორედ ეს ნაწილი იყო დავის საგანი. ყოფილმა მოსამართლემ პოზიცია, საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2010 წელს დატოვა. ის მიიჩნევდა, რომ პენსია მის მდგომარეობაში მყოფ ყველა მოსამართლეს უნდა დაენიშნოს, რადგან მხოლოდ 2005 წლისთვის ამ ნორმის გამოყენება არათანაბარ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აგდებს ყოფილ მოსამართლეებს.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გულისხმობდა კანონმდებლობაში ახალი რეგულაციის დადგენას, რაც არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია”, -განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ.