საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მერაბ ტურავა იქნება
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მერაბ ტურავა იქნება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი მოსამართლე მერაბ ტურავა იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თავად ტურავამ დაუდასტურა.

მერაბ ტურავას თქმით, მისი კანდიდატურა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა.

მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.

მერაბ ტურავამ ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კონკურენტი ირინა იმერლიშვილი იქნება.