საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ხვალ კენჭისყრა გაიმართება
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ხვალ კენჭისყრა გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ხვალ კენჭისყრა გაიმართება. სასამართლოს პლენუმი 15:00 საათისთვის შეიკრიბება და კანდიდატთა მოსმენის შემდეგ ფარული კენჭისყრით აირჩევს თავმჯდომარეს.

რეგისტრირებულია თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი. მერაბ ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი ოთხმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სწორედ ცხრა მოსამართლისგან შედგება, თავმჯდომარე კი ის გახდება, რომელიც პლენუმის შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ ხუთი მოსამართლის მხარდაჭერას მოიპოვებს. რეგლამენტით საკუთარ თავს ხმას თავად კანდიდატებიც აძლევენ.

იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს ხუთი ხმის მოპოვებას, ერთი თვის განმავლობაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.