საკონსტიტუციო სასამართლოს 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებასა და მედიისთვის სიგნალის მიწოდებას პირველი არხი უზრუნველყოფს
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა 2026 წლის 21, 22 და 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომების გადაღების, პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისთვის სატელევიზიო სიგნალის მიწოდების ნებართვა.
აღნიშნულ მოთხოვნაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღო თანხმობა.
შესაბამისად, საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს აღნიშნული სასამართლო სხდომების გადაღებას, პირველი არხის ვებგვერდზე (1tv.ge) და სოციალური ქსელებით (იუთუბი, ფეისბუქი) უწყვეტ ტრანსლირებასა და სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, 21 ოქტომბრიდან იწყება.