„საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველო ნარკომომხმარებლებისთვის სანატრელ ადგილად აქცია“
„საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველო ნარკომომხმარებლებისთვის სანატრელ ადგილად აქცია“

ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარის გიგა ბუკიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო ნარკომომხმარებლებისთვის სანატრელ ადგილად აქცია.

როგორც პირველ არხს ბუკიამ განუცხადა, საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის აღკვეთი ღონისძიება არ ტარდებოდა.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჯამურად მიღებულმა ყველა გადაწყვეტილებამ საქართველო ნარკომომხმარებლებისთვის სანატრელ ადგილად აქცია. ეს გადაწყვეტილება ქვეყნაში მარიხუანას მოხმარებას ერთი-ორად გაზრდის. მარიხუანას თრობის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევები გაიზრდება ისევე, როგორც მოხდება კრიმინალისა და ნარკომანთა რაოდენობის ზრდაც. ამასთან, ნარკოტიკზე ხელმისაწვდომობა მარტივი გახდება და ამაზე პასუხისმგებელობა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეების სინდიდსზეა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა. დეკრიმინალიზაციის გადაწყვეტილება მხოლოდ გერმანიის სასამართლომ მიიღო, მაგრამ ეს რეფერენდუმის ან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე მოხდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ხალხი არა მხოლოდ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოგვთხოვს, არამედ როგორც ხედავთ, მზადება და ბრძოლა მძიმე ნარკოტიკზე მიდის როგორც ნარკომანთა მხრიდან, ასევე სხვა პირებისგან. ეს ყველაფერი ქვეყანაში სამომავლოდ სერიოზულ პრობლემებს შექმნის“, – განაცხადა ბუკიამ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.