საკონსტიტუციო სასამართლო ტერმინის „არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლო ტერმინის „არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო ტერმინის „არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე მსჯელობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტერმინის „არასრულწლოვნის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობა სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაიწყო.

საქმეში სახელწოდებით „გიორგი ბერუაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“ გასაჩივრებული ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვანის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „ანტისაზოგადოებრივი ქმედება“ არის ბუნდოვანი და იძლევა სხვადასხვა, მათ შორის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსით განმარტების შესაძლებლობას. აღნიშნული კი, ქმნის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საფრთხეს და არღვევს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

მოსარჩელის განცხადებით, სარჩელი საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე მომზადდა.