საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა
საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამაზ ფოლადაშვილის, თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები წარუდგინა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით, წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს შვიდი დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

რაც შეეხება წარდგენილ კანდიდატებს, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად საკონკურსო კომისიამ შეარჩია: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი.

ცესკო-ს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატებად კი, კომისიის მიერ პრეზიდენტს წარედგინენ: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი.