საკონკურსო კომისია პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს

22:10, 04.02.2022

საკონკურსო კომისია პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობაზე შერჩეულ კანდიდატებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, რომელიც საკონკურსო კომისიის წევრი იყო.

მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრს პარლამენტისთვის წარსადგენად პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელების თანამდებობაზე სამ-სამი კანდიდატურა წარედგინება.

ანრი ოხანაშვილის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ხელმძღვანელად წარდგენილი იქნება – კახა მაღრაძის, ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძის კანდიდატურები, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად – ელენე ალავერდაშვილის, ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურები. კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს თითოეულ პოსტზე ორ-ორი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, საიდანაც პარლამენტი საკუთარ 76 ხმით არჩევანს გააკეთებს.

მსგავსი