საკლუბო მუნდიალზე ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა
საკლუბო მუნდიალზე ყველა ნახევარფინალისტი გაირკვა

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მეოთხედფინალი გაიმართა და  ნახევარფინალური წყვილები სრულად დაკომპლექტდა.

პირველ მეოთხედფინალში კონკაკაფის ჩემპიონმა, მექსიკის „პაჩუკამ“ დამატებით დროში 1:0 დაამარცხა აფრიკის ჩემპიონი, მაროკოს “ვიდად კასაბლანკა”. გამარჯვების გოლი 112-ე წუთზე ვიქტორ გუსმანმა გაიტანა.

ამის შემდეგ, მოედანზე ტურნირის მასპინძელი (ჩემპიონატი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ტარდება) “ალ ჯაზირა” და აზიის ჩემპიონი,იაპონიის “ურავა რედსი” გავიდნენ. აქაც ყველაფერი ერთმა ბურთმა გადაწყვიტა – 52-ე წუთზე “ალ ჯაზირას” გამარჯვება მოუტანა ალი აჰმედ მაბხუთმა.

12 დეკემბერს, პირველ ნახევარფინალში ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიის “გრემიო” “პაჩუკას” შეხვდება, მეორე ნახევარფინალში ჩემპიონთა თასის მფლობელი მადრიდის “რეალი” “ალ ჯაზირას” დაუპირისპირდება.

ორივე ნახევარფინალი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.