სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
სახვითი ხელოვნების მუზეუმში ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის, ლევან ცუცქირიძის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე მხატვრის 40-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

ექსპოზიცია მხატვრის უახლესი და ძველი პერიოდის ნამუშევრებს აერთიანებს.

წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი ბოლო პერიოდშია შექმნილი.

ლევან ცუცქირიძის სახელს სიონის კედლის მხატვრობის შესრულება და არეართი ცნობილი მწერლის ნაწარმოებების ილუსტრირება უკავშირდება.

გამოფენას მხატვრის ოჯახის წევრები, მეგობრები, მხატვრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოფენა დღეს გაიხსნა და 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.