სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

13:46, 01.03.2019

სახვითი ხელოვნების მუზეუმი ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა მხატვრის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული და გრაფიკული, ასევე ანიმაციური ფილმებისთვის შექმნილი ნახატების სერიები. გამოფენა გაიხსნება 5 მარტს 19 საათზე და 15 მარტამდე გაგრძელდება.

ანა შალიკაშვილი (1919-2004) ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი, ანიმაციური ფილმების მხატვარი და ილუსტრატორი იყო.

ანა შალიკაშვილი 1950-იან წლებში აქტიურად მოგზაურობდა ქალი მხატვრების საექსპედიციო ჯგუფთან ერთად, რომელიც ელენე ახვლედიანმა დააარსა. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობის პერიოდი მან როგორც მხატვარ-მულტიპლიკატორმა არაერთი ნამუშევარი შექმნა: „ქილა ერბო“, „რწყილი და ჭიანჭველა“.

მიხეილ ჭიაურელთან ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდში, მხატვარს ზოგადად ქართული მულტიპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1948-72 წლებში მუშაობდა ნახატ ფილმებზე: ,,გაზაფხულის სტუმრები“, ,,ხელმარჯვე ოსტატი“, ,,ჩხიკვთა ქორწილი“, ,,წუნა და წრუწუნა“, „როგორ მარხავდნენ თაგვები კატას“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ქილა ერბო“ და ასე შემდეგ.

მსგავსი