სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო ელექსტროსისტემაში განუცხადეს.

„ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ ავარიულად გამოირთო ავტოტრანსფორმატორი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ თბილისის ნაწილს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ასევე, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე დასახლებას – კიკეთი, ტაბახმელა, კოჯორი, ნორიო.

ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისათვის სრულად აღდგენილია.