ბაღდათში ანანოვების ყოფილი სასახლე იყიდება
ბაღდათში ანანოვების ყოფილი სასახლე იყიდება

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ბაღდათში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე იყიდება.

საპრივატიზებო ქონება 77 500 კვადრტულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მოიცავს. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 13 იანვარს დასრულდება. აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ფასი 1 370 000 ლარია.

დატოვე კომენტარი