სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მოქალაქეებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მოქალაქეებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს

სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად), რომელიც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.

სააგენტოს ცნობით, სარეაბილიტაციო მომსახურება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის/ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).

„მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საგანგაშოა არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებში ადიქციის პრობლემა. ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით;აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით.

სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, აუცილებლად დარეკეთ „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე– 111“.111 – ზე ზარის განხორციელება უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

მთავარია, იცოდე რომ შენ გაქვს შესაძლებლობა დარეკო და ერთად დავიწყოთ შენი ქცევის მართვა – გათავისუფლდი დამოკიდებულებისგან! დარეკე „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ – 111. ზარის განხორციელება და მომსახურების მიღება – უფასოა! სახელმწიფო გიცავს და ზრუნავს!“,- აღნიშნულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციაში.