სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი - სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება იყოს დაცული
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი - სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება იყოს დაცული

ჩვენ ადგილზე ვართ, ვაფასებთ ყველა ბავშვის საჭიროებას ინდივიდუალურად. ამ ეტაპზე რაიმე დასკვნის ან კონკრეტული აზრის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეუძლებელია, – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ელენე მარტაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სოცმუშაკები ადგილზე რჩებიან და ვითარებას შეისწავლიან.

„ჩვენ ვრჩებით ადგილზე, ამ ეტაპზე გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა და უფრო ბევრი სპეციალისტი არის ადგილზე. დღის და ღამის განმავლობაში დარჩებიან. შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდგომ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება იყოს დაცული“, – განაცხადა მარტაშვილმა.