სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი დააკავა

16:34, 11.09.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

დაკავების მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.

 

მსგავსი