სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადაწყვეტილებით, სუს-ის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაღუპული თანამშრომლების ოჯახებს თბილისსა და რეგიონებში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.