სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყაზახეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყაზახეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი იერბოლ ბორინი.

სუს-ში აცხადებენ, რომ მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორ ქვეყანას წინაშე არსებულ გამოწვევებს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ბაურჟან მუხამეჯანოვმა საქართველოსა და ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.