სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე ღონისძიება გაიმართა.

სუს-ის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთან და დაზვერვის სამსახურის უფროს შალვა ლომიძესთან ერთად მიულოცეს და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრნენ.

„ყველა თანამშრომელს ვულოცავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს. დღეს სპეცდანიშნულების რაზმის ბაზაზე სტუმრიანობა გვქონდა, სადაც საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის ხელმძვანელობით, პარლამენტის თავმჯდომარეს ვაჩვენეთ დემონსტრაციული წვრთნები, რითაც ძალან კმაყოფილები დარჩნენ, კმაყოფილები ვართ ჩვენც რაზმის მომზადების დონით და ვაგრძელებთ სამშობლოს სამსახურში ყოფნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა თანამშრომელს და ვუსურვებ წარმატებას“,- აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს დაარსდა.

დატოვე კომენტარი