სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, იმსჯელა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სრულად აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც აკადემიისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
მათივე ცნობით, ავტორიზაციის პროცესში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში საავტორიზაციო ვიზიტი განახორციელა.
„შეფასებისას დეტალურად იქნა შესწავლილი აკადემიის ინსტიტუციური საქმიანობა, აკადემიური, ადმინისტრაციული და მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე მათი შესაბამისობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებსა და ავტორიზაციის მოთხოვნებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ უპირობო ავტორიზაციის მიღების შემდეგ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის განაცხადი წარადგინა“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ინფორმაციაში.