სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ სახელმწიფო ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა.

კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1 კგ რქაწითლისა და 1 კგ კახური მწვანესათვის 0,20 ლარს.