სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის პირბადეებს გადასცემს
სახელმწიფო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გარკვეული რაოდენობის პირბადეებს გადასცემს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო და „ქართული ოცნების“ გუნდი ინტენსიურად მუშაობს, რომ სოციალურად დაუცველ ჯგუფებს მიაწოდონ გარკვეული რაოდენობის პირბადეები, რათა პირბადის შეძენა მათთვის მძიმე ტვირთი არ იყოს.

„თუმცა, ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ ეკონომიკურად, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რა რესურსიც აქვს სახელმწიფოს, ეს არ იქნება დიდი ოდენობა, მაგრამ ჩვენი რესურსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, მთავრობა სოციალურად დაუცველ პირებს პირბადეებს მიაწვდის“, – განაცხადა ოხანაშვილმა.