სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ მხარდაჭერით, თელავში ახალი სასტუმრო აშენდა
სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ მხარდაჭერით, თელავში ახალი სასტუმრო აშენდა

სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ მხარდაჭერით, თელავში ახალი სასტუმრო აშენდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 48 ნომრიანი კოტეჯის ტიპის სასტუმრო, 2019 წლის ზაფხულში, თელავის რაიონ სოფელ კისისხევში გაიხსნება. ნომრები ორ საძინებელსა და ერთ მისაღებ ოთახებს მოიცავს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სასტუმრო რეგიონში გამორჩეული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის იქნება განკუთვნილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი დამსვენებლებს სპეციალური ვარჯიშებით მოემსახურება. სასტუმროში განთავსდება ასევე საკონფერენციო დარბაზები, ჩოგბურთის კორტები, ღია და დახურული აუზები, რესტორანი და ღია ბარი.

სასტუმრო „შუხმან როიალ ისთეით “-ის პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს და მასში, თავდაპირველად 15 ადამიანი დასაქმდება.

სახელმწიფო პროგრამის ,,უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, დღეის მონაცემებით, მხარდაჭერილია 82 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 232 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს. ,,უმასპინძლე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტია.

დატოვე კომენტარი