სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა N12-ში მდებარე სამრეწველო ზონაში მინის საწრთობი საწარმო აშენდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესის ხელშესაწყობად შპს „გლას სერვისს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 3 507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და წელიწადში 130 000 კვ.მ. ნაწრთობი მინის წარმოებას შეძლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი და მსგავსი პროდუქციის იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ჩაანაცვლებენ.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით სულ შეიქმნება 16,100- მდე ახალი სამუშაო ადგილი.