სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან მგალობლიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან მგალობლიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ლევან მგალობლიშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, ასევე, სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ პრიორიტეტები, განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გამყოფი ხაზებით დაშორებული საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.