სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უმცირესობათა საბჭოსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს ანგარიში გააცნო
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უმცირესობათა საბჭოსა და უწყებათაშორისი კომისიის წევრებს ანგარიში გააცნო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ანგარიში და 2019 წლის პრიორიტეტები წარადგინეს.

ციხელაშვილმა და გიგაურმა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ უმცირესობათა საბჭოსა და სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან შეხვედრაზე მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერისთვის განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს,.

განხილვის თემა იყო ასევე მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხები.

საუბარი შეეხო სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა  სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის საკითხებს, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობების შექმნასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.