სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან, ზვიად ზვიადაძესთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.