სახელმწიფო მინისტრის აპარატი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის სასწავლო ტრენინგში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისთვის სასწავლო ტრენინგში მონაწილეობისთვის კონკურსს აცხადებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების მონაწილეობის მისაღებად, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგში „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებას, ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქტიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

მათივე ცნობით, სასწავლო ტრენინგი განკუთვნილია 18 წლის ასაკს მიღწეული პირებისთვის, ვისაც სურს ბიზნესის დაწყება/გაფართოება, გააჩნია ბიზნეს-იდეა ან/და აქვს მეწარმეობის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარების მოტივაცია.

„სასწავლო ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ:  გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, მესტიის, ონის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს;  ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:  ბიზნესის არსი და მისი დაგეგმვა; ბიზნესიდეის შემუშავება; ბიზნესის და პროდუქტის განვითარების ფაზები; ბიზნესის სახელის შერჩევა; ბაზრის ანალიზი; ბიზნესმოდელის შემუშავება; მოგების მარჟა და ნულოვანი წერტილის გამოთვლა; სტარტაპ ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები ტრენინგკურსის ხანგრძლივობა: 22 საათი. პერიოდი: 27 ივნისი – 15 ივლისი; სამუშაო ენა: ქართული.

ტრენინგკურსი ჩატარდება ონლაინრეჟიმში და მასში ჯამში 16 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას. კურსში მონაწილეობა არის უფასო. კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი: მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი (ტრენინგკურსში მონაწილეობის მიზანი და არსებობის შემთხვევაში, ბიზნესიდეის მოკლე მონახაზი); მეორე ეტაპი: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ონლაინ რეჟიმში) რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. (გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ კურსის დასახელება – „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“). დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივნისი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.