სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა
სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა.

საბჭოს წევრებმა სულ ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. ბოლო კანდიდატმა, ირაკლი ცინცაძემ საბჭოს წინაშე ყველაზე ცოტა დრო დაჰყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ სფეროში მთავარი პრობლემა არასაკმარისი ფინანსებია, რის გამოც სტუდენტების ნაწილი სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

ირაკლი ცინცაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მიმართულება მის პროგრამაში სწორედ ნიჭიერი სტუდენტების დაფინანსება იქნება.

ხმის მიცემის პროცესი უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც სპეციალური კომისია შედეგებს აკადემიურ საბჭოს გააცნობს.

შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნებისთვის ოთხი კანდიდატი იყო დარეგისტრირებული, ნანა შარიქაძე, ნინო ჟვანია, თმარ ჩხეიძე და ირაკლი ცინცაძე.