სახელმწიფო ინსპექტორზე ზემოქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
სახელმწიფო ინსპექტორზე ზემოქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

სახელმწიფო ინსპექტორისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

აღნიშნულს „სისხლის სამართლის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარეობს.

ცვლილებებით, სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება ისჯება ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
პროექტით, იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღნიშნული რეგულაცია 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, ცვლილებების ინიცირება კი, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.