სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, სამსახურმა დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირისთვის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - სოციალურ ქსელში ვრცელდება ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, სამსახურმა დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, სოციალურ ქსელში ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ვრცელდება ისეთი პირების მიერ, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ აღნიშნულ მონაცემებზე, რაზეც სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

„სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები – ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება იმის შესახებ, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი