სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა თოლორაიამ ბათუმში აჭარის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკუთარი საქმიანობის ანგარიში და მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ.

ლონდა თოლორაიას თქმით, აგვისტოში მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებთან კომუნიკაცია. ეს არის პირველი რეგიონი, სადაც ამ ტურს ვიწყებთ. უნდა შევხვდეთ ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობოებს. მათ უნდა გავაცნოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ ანგარიში და ის გამოწვევები, რაც დგას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე, სამოხელეო დანაშაულებების მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათგან უნდა მოვისმინოთ მათი საჭიროებები და რეკომენდაციები. ერთია, რას ვხედავთ ჩვენ იმ ადგილებში, სადაც ოფისები გვაქვს ქუთაისსა და თბილისში და მეორეა, რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს არის პირველი რეგიონი, სადაც ამ ტიპის შეხვედრას ვატარებთ და ეს ტენდენცია გაგრძელდება. აგვისტოს თვეში ვესტუმრებით საქართველოს ყველა რეგიონს და გავმართავთ ანალოგიური ტიპის შეხვედრებს“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დატოვე კომენტარი