სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, სუდანის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, სუდანის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანმა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, სუდანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და გარდამავალი სუვერენული საბჭოსა და მთავრობის გაუქმების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ახალი გარდამავალი მთავრობის შემადგენლობა ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებამდე პრემიერმა თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა. სამხედროებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. დაშავებულია 12 ადამიანი.

ამბოხებულების მიერ  გადაკეტილია ხართუმის აეროპორტი, ხოლო მთელ ქალაქში გათიშულია ინტერნეტი.

გამოსვლები სუდანში რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს. დემონსტრანტები ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, ზოგი კი არმიას გარდამავალი მთავრობის დამხობისკენ მოუწოდებდა.

დატოვე კომენტარი