სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სალიტერატურო ნორმების დაცვაზე სემინარი ჩატარდა
სახელმწიფო ენის დეპარტამენტში სალიტერატურო ნორმების დაცვაზე სემინარი ჩატარდა.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ცნობით, სემინარის მიზანი იყო დამსწრეებისთვის საქმიანი მიმოწერის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვის სწავლება.
სემინარზე განიხილეს ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები, სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები, რომლებიც მომზადდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტში.
კონვერტორები მომხმარებელს ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების სწორად გამოყენებასა და მართებული ფორმების შერჩევაში. აგრეთვე, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებასა და აზრის ნათლად ჩამოყალიბებაში.